IRI-ის კვლევა

IRI: 61%-ის აზრით, შემდეგ სამიტზე NATO საქართველოს MAP-ს მიანიჭებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვას, ფიქრობთ თუ არა, რომ შემდეგ სამიტზე NATO საქართველოს MAP-ს მიანიჭებს, გამოკითხულთა 61% დადებითად პასუხობს, 8% უარყოფითად, ხოლო 31%-ს პასუხი არ აქვს.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს 70% უჭერს. მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 3%-ით არის გაზრდილი.

გამოკითხულთა 52% თვლის, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელს მოაწერს, ხოლო 8% მიიჩნევს, რომ არ მოაწერს.

ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, გამოკითხულთა 20% ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას ელოდება, უვიზო რეჟიმს - 16%, უკეთეს მომავალს - 10%, ქვეყნის დაცვას - 8%, თავისუფალ ვაჭრობას - 5%, ტერიტორიების დაბრუნებას ასევე 5%.

IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 3 992-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.

 

კომენტარები