საქართველოს სასამართლოების მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 2013 წელს გასულ წელთან შედარებით, 58.9%-ით შემცირდა. შესაძლებელია თუ არა ამ მონაცემებით სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასება, რა უნდა გაკეთდეს სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდისთვის და მოახერხებს თუ არა ის ფილტრის როლის შესრულებას უკანონო მიყურადებასთან დაკავშირებით. ამ და სასამართლოსთან დაკავშირებულ სხვა თემებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ ფოკუსში, ჩვენი სტუმარია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეიშვილი.
მეორე ბლოკში ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ახალი კვლევის შესახებ, რომელიც სკოლებში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების მდგომარეობას ეხება. ჩვენი სტუმრები იყვნენ კვლევის ავტორი ლინა ღვინიანიძე და თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.
ფოკუსი




