შალვა თათუხაშვილის საქმე

თათუხაშვილის საქმეზე კომისიის შექმნის საკითხს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.

უმცირესობის წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით, თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან არსებობს საზოგადოების დიდი ინტერესი.

"არსებობს ბევრი კითხვა. პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ უახლოეს პლენარული სხდომის დღის წესრიგში უნდა შევიდეს ეს საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა 11 წევრით განისაზღვროს“, – თქვა ბეჟაშვილმა.

აღნიშნულ საკითხს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

კომენტარები