მიწისძვრა ჩილეში

ჩილეში 8.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

news.bbcimg.co.uk

ჩრდილოეთ ჩილეში 8.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

BBC–ის ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:46 საათზე დაფიქსირდა, რასაც შემდეგ 10–მდე ძლიერი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. მიწისძვრის გამო ტალღების სიმაღლემ 2.1 მეტრს მიაღწია, რის გამოც ქვეყანაში ცუნამის განგაში გამოცხადდა.

ჩილეს ზოგიერთ რაიონში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული, ამ ადგილებიდან ასობით ათასი ადამიანის ევაკუაცია ხდება, ავტომაგისტრალებზე მანქანების გრძელი რიგები დგას, რადგან მოსახლეობა ქვეყნის დატოვებას ცდილობს.

კომენტარები