უკრაინა

კლიჩკო ტიმოშენკოს კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებს

პარტია უდარის ლიდერი ვიტალი კლიჩკო ყოფილ პრემიერ იულია ტიმოშენკოს მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას. უკრაინსკაია პრავდას ცნობით, კლიჩკო ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Bild-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

„გამოკითხვების თანახმად, ყველზე დიდი მხარდაჭერა ამჟამად პეტრო პოროშენკოს აქვს და ამიტომ მე მას ვუჭერ მხარს. იულია ტიმოშენკოსაც შეუძლია პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და მხარი პოროშენკოს დაუჭიროს", - აღნიშნავს კლიჩკო.

თავად კლიჩკომ 29 მარტს განაცხადა, რომ უარს ამბობს პრეზიდენტად კენჭისყრაზე და ამ პოსტზე მხარს უჭერს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიერის, დამოუკიდებელი დეპუტატისა და ბიზნესმენის პეტრო პოროშენკოს კანდიდატურას. ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, იგი კიევის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

კლიჩკო თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ ქვეყანა არა მხოლოდ მნიშველოვანი რეფორმების აუცილებლობის, არამედ რუსეთს მხრიდან სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე იმყოფება. ამიტომ, მისი აზრით, აუცილებელია, დემოკრატიული მიმართულების ყველა პარტიამ პრეზიდენტობის საერთო კანდიდატი დაასახელოს.

იულია ტიმოშენკო პრეზიდენტობის კანდიდატად პარტია ბატკივშჩინამ დაასახელა.

კომენტარები