სახალხო დამცველის ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილების გაზრდას ითხოვს

radiotavisupleba.ge/

საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილების გაზრდას ითხოვს. უჩა ნანუაშვილის თქმით, მისი ერთ-ერთი რეკომენდაცია დახურულ დაწესებულებებში დარღვევების დაფიქსირების შესაძლებლობების კუთხით სახალხო დამცველის უფლებამოსილების გაზრდაა.

"სახალხო დამცველი წინადადებით გამოდის, რომ კანონში ცვლილებები შევიდეს, იმისთვის, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულს ჰქონდეს უფლება, მოახდინოს მსჯავრდებულთა შესახებ დაზიანების კვალისა და ფიზიკური გარემოს ფოტოგადაღება ყველა დახურულ დაწესებულებაში", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები