თავდასხმა დეპუტატზე

კანდელაკი: დეპუტატის გატაცება სცადეს და მიაყენეს მრავლობითი დაზიანებები

timer.ge

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ღამის სამ საათზე რვა პირმა დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის გატაცება სცადა და მას მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ამის შესახებ კანდელაკი facebook-ის პირად გვერდზე წერს. 

"დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს ღამის სამ საათზე დახვდა რვა ადამიანი და სცადა მისი გატაცება ელექტროშოკების გამოყენებით. ბოცოს და მეზობლების წინაააღმდეგობის დროს მას მიაყენეს მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის სახეზე, მუხლებზე, ფეხებზე. აქვს ტვინის შერყევაც. ეს ადამიანები, გავდნენ სუს-ის წარმომადგენლებს და, მაშასადამე, უდიდესი ალბათობით, მოქმედებდნენ მთავრობის დავალებით. მოწმეთა გატაცებიდან, მთავრობაში მოკალათებული მეხუთე კოლონა გადავიდა დეპუტატებზე. ეს მათ მწარედ მოუბრუნდებათ" - წერს კანდელაკი.

როგორც გიორგი კანდელაკმა ტაბულას განუცხადა, ნუგზარ წიკლაური ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.

კომენტარები