ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014

ენმ-მ ისნის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ისნის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

ისნის რაიონი თბილისის საკრებულოში სამი საარჩევნო უბნით არის წარმოდგენილი. ეს უბნებია ავლაბარი, ნავთლუღი და ვაზისუბანი. ვაზისუბანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგა ონიანია, ნავთლუღში დავით კირთაძე, ხოლო ავლაბარში ბესარიონ კვიციანი.

ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის და პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, გიგი უგულავას იმედი აქვს , რომ მათ მაჟორიტარ კანდიდატებს პარტიის წარმომადგენლების გარდა, რიგითი ამომრჩეველიც დაუჭერს მხარს. 

"ამ ადამიანებს ხმას მისცეს ხალხი, ვინც ხედავს, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეჩერდა, უმუშევრობა იზრდება, იზრდება კრიმინალი და ამ ყველაფერთან შეგუებას არ აპირებს"– განაცხადა უგულავამ.

ისნის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატები წარდგენა პრაიმერის გარეშე მოხდა. 

კომენტარები