ფოკუსი

მოსმენები / საგარეო გამოწვევები

ფარული მიყურადების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან დაიწყებს. საპარლამენტო ჯგუფის წევრებმა კონსულტაციები ევროსაბჭოს ექსპერტთან გაიარეს. კანონპროექტი ახალ შეზღუდვებს დააწესებს მიყურადებასთან დაკავშირებით და სპეციალურ ლიმიტსაც განსაზღვრავს. როგორ წარმოუდგენიათ ჯგუფის წევრებს ბალანსის დაცვა სახელმწიფო უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის, არის თუ არა კანონის მიღება საკმარისი მანკიერი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად. ამ თემებთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ ფოკუსში. ჩვენი სტუმრები :საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე. ასევე ჩაგვერთვება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა შავგულიძე.
გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საგარეო გამოწვევებზე ვისაუბრეთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივან გიგა ბოკერიასთან ერთად.

კომენტარები