ღვინის ექსპორტი ბელარუსში

ბელარუსში ღვინის შეტანასთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხებები არსებობს

www.zonanews.ge

ბელარუსში ღვინის შეტანა არ შეჩერებულა, თუმცა გარკვეული შეფერხებები არსებობს - ამის შესახებ ღვინის ეროვვნული სააგანეტოს თავმჯდომარემ, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილის განცხადებით ამ საკითხზე ბელარუსის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

"ბელარუსში, ღვინის შეტანა არ აკრძალულა, არის გარკვეული შეფერხებები კონკრეტული პროცედურების გამო, რომელიც არის ძირითადად ღვინის იმპორტიორებთან დაკავშირებული. საქართველომ 2013 წელს მილიონ ნახევარ ბოთლზე მეტი ექსპორტი განახორციელა. ამ შეფერხებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაიწყო ბელარუსთან. ერთი კვირის წინ იყო ბელარუსის დელეგაცია საქართველოში, სადაც ეს საკითხი დაისვა. ერთი კვირის ვადაში მოხდება ქართული დელეგაციის ვიზიტი და იმედი მაქვს, რომ სამთავრობო დონეზე გადაწყდება ეს საკითხი და შეფერხებები მალე მოიხსნება" - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ქართული ღვინის იმპორტის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ბელარუსულმა მედიამ გაავრცელა. მათი ცნობით, ქართული ღვინო არა მხოლოდ ჩვეულებრივ მაღაზიებში, არამედ ალკოჰოლის სპეციალიზებულ მაღაზიებშიც კი თანდათან ქრება. 

კომენტარები