სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

სუბარი: სააკაშვილი ამ ქვეყანას განდევნილი ფაშასავით უყურებს

სოზარ სუბარი

”სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის პატივს არ სცემს არც ქართულ სახელმწიფოს, არც მის ინსტიტუტებს, არც მის კანონმდებლობას”, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს.

სუბარი ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

”სააკაშვილს ეს ქვეყანა თავის საძოვრად მიაჩნდა, სადაც უნდა ყოფილიყო როგორც ფაშა და დღესაც ასე უყურებს ამ ქვეყანას, როგორც განდევნილი ფაშა. მას ამ ქვეყანაში სხვა ინტერესი არ ჰქონდა. მას მაინც მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ნებისმიერი ფორმით, დადგება დრო და გასცემს პასუხს”, - აცხადებს სუბარი. 

ცნობისთვის, მთავარ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე გუშინ, 13:00-ზე უნდა გამოცხადებულიყო. როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა რამდენჯერმე აღნიშნა, ის საქართველოში არ ჩამოვიდა. გუშინ საღამოს, მთავარმა პროკურატურამ მას ტექნიკური საშუალებებით, დისტანციური დაკითხვა შესთავაზა, რაზეც სააკაშვილმა ასევე უარი თქვა.

კომენტარები