სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ნანუაშვილი: პროკურატურამ უნდა განმარტოს, რატომ დაიბარეს სააკაშვილი ახლა

news.ge

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, პროკურატურამ უნდა განმარტოს, რატომ იბარებენ მიხეილ სააკაშვილს ახლა და არა რამდენიმე თვის წინ. თუმცა, ომბუსმენის თქმით, ამის მიუხედავად, ძალიან ცუდი ნიშანია, როცა ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელი უარს ამბობს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.

"მე ვფიქრობ, რომ პროკურატურამ უნდა განმარტოს, რატომ მოხდა მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება ახლა და არა თუნდაც რადენიმე თვის წინ. თუმცა, ზოგადად კანონის პატივისცემა ევალება ყველას, მათ შორის - ყოფილ პრეზიდენტს. ვფიქრობ, ძალიან ცუდი ნიშანია, როცა ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელი უარს აცხადებს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. მითუმეტეს, როცა შესთავაზეს ატერნატიული მეთოდის გამოყენება. როცა არსებობს კითხვები, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს ნებისმიერი საშუალებით", - განაცხადა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, მთავარ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე გუშინ, 13:00-ზე უნდა გამოცხადებულიყო. როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც რამდენჯერმე აღნიშნა სააკაშვილმა, ის საქართველოში არ ჩამოვიდა. გუშინ საღამოს, მთავარმა პროკურატურამ ტექნიკური საშუალებებით, დისტანციური დაკითხვა შესთავაზა, რაზეც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე უარი თქვა.

კომენტარები