ევრაზიული არჩევანის ტელეხიდი

"ევრაზიული არჩევანის" მოსკოვთან ტელეხიდს რუსეთის მოწინააღმდეგეები აპროტესტებენ

გრიბოედოვის თეატრთან ევრაზიული არჩევანის მიერ ორგანიზებული ტელეხიდის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. მათი განცხადებით, რუსეთთან და მის პრეზიდენტთან არანაირი დიალოგი და მეგობრობა არ შეიძლება. აქციის მონაწილეთა შორის არის არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრის დამფუძნებელი ანი ნადარეიშვილი. მისი თქმით, ძალიან სამარცხვინოა, რომ რუსეთის დროშა ფრიალებს საქართველოში. ახლა უკვე თავისუფლების მოედანზეც.

"გვაჩვევენ ნელ-ნელა. ეს არის ამაზრზენი. სანამ რუსეთი არის ოკუპანტი, არანაირი ტელეხიდები და მეგობრობა მათთან არ შეიძლება", - ამბობს ნადარეიშვილი.

აქციის მონაწილეებმა გამოფინეს საქართველოს, უკრაინისა და ამერიკის დროშები და ტელეხიდის მონაწილეებს მონები უწოდეს. აქციის მონაწილეთა ნაწილმა საქართველოს ჰიმნიც შეასრულა.

თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

ორგანიზაცია ევრაზიული არჩევანი დღეს მოსკოვთან ტელეხიდს მართავს, სახელწოდებით - ევრაზიული არჩევანი 2014. ღონისძიებაზე ჟურნალისტებს მხოლოდ პირადობის მოწმობისა და ჟურნალისტის მოწმობის წარდგენის შემდეგ უშვებენ.

კომენტარები