სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

პეტრიაშვილი: სააკაშვილის უარი აღრმავებს ეჭვს, რომ კითხვებზე პასუხი არ აქვს

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უარი დისტანციურ დაკითხვაზე, აღრმავებს ეჭვს, რომ ყოფილ პრეზიდენტს გამოძიების კითხვებზე პასუხი არ აქვს.

"საერთაშორისო თანამეგობრობამაც  უნდა დაინახოს, რომ საერთაშორისო სტანდარტებით არსებულ მექანიზმებზეც უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილი. სასამართლოს და, საერთოდ, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციების უგულებელყოფას ახდენს", - აცხადებს პეტრიაშვილი.

ცნობისთვის, მთავარ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე გუშინ, 13:00-ზე უნდა გამოცხადებულიყო. როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც რამდენჯერმე აღნიშნა სააკაშვილმა, ის საქართველოში არ ჩამოვიდა. გუშინ საღამოს, მთავარმა პროკურატურამ ტექნიკური საშუალებებით, დისტანციური დაკითხვა შესთავაზა, რაზეც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე უარი თქვა.

კომენტარები