უკრაინის მემარჯვენე სექტორის მებრძოლები უმაღლესი რადას შენობის შტურმით აღებას შეეცადნენ. უკრაინსკაია პრავდას ცნობით, აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს კარის შემტვრევას ცდილობდნენ და ფანჯრები ჩააამტვრიეს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა აქტივისტებს პროვოკაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა, თუმცა, უშედეგოდ.
მემარჯვენე სექტორი შენობის ბლოკირებას განაგრძობს.
მემარჯვენე სექტორის დაპირისპირება ხელისუფლებასთან რამდენიმე დღის წინ აყვანის სპეცოპერაციის დროს მოძრაობის აქტივისტის ალექსანდრ მუზიჩკოს მკვლელობამ გამოიწვია. მემარჯვენე სექტორმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა და მკვლელობაში მონაწილე პოლიციელთა დაპატიმრება მოითხოვა.
მემარჯვენე აქტივისტები ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრის იგორ ტენუხის ტრიბუნალისთვის გადაცემას მოითხოვენ ყირიმის ოკუპაციის დაშვების გამო.
დღეს მაიდანზე სახალხო კრება - ვეჩე გაიმართა, რომელიც დაღუპული ალექსანდრ მუზიჩკოს ხსოვნას მიეძღვნა. აქციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება ყოველდღე დილის 9 საათზე რადას შენობასთან, 19 საათზე კი - მაიდანზე შეკრების შესახებ.





