საქართველოს პარლამენტი ორგანო კონკურენციის შესახებ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, იქმნება დამოუკიდებელი კონკურენციის სააგენტო, რომელიც ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღმოფხრით იქნება დაკავებული.
სააგენტო პრემიერმინისტრის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული, მას ექნება უფლებამოსილება ცალკეული ბიზნესების საქმიანობის შესწავლა დამოუკიდებლად, ყველანაირი საჩივრის გარეშე დაიწყოს.
სააგენტოს შექმნის საჭიროებას ვერ ხედავენ საპარლამენტო უმცირესობაში.
ამ და სხვა თემების შესახებ ვისაუბრეთ დღეს ფოკუსში. პირველ ნაწილში შემოგთავაზებთ ინტერვიუს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლისთან, რომელიც ტაბულას ეკონომიკურმა მიმომხილველმა თამარ ქურდაძემ ჩაწერა.
გადაცემის მეორე ნაწილში კი უკვე ეკონომისტ ემზარ ჯგერენაიასთან და თბილისის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენელ ვატო ლეჟავასთან ერთად ვისაუბრეთ.
ფოკუსი




