NATO-საქართველო

ჯეიმს აპატურაი: ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სისტემა ეფუძნება კანონს

ჯეიმს აპატურაი
www.nato.int

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ "მოამბესთან" საუბარში განაცხადა, რომ საქართველომ წინ წაიწია NATO-სთან ინტეგრაციის გზაზე და სწორედ ამიტომ თავიდან უნდა იქნეს აცილებული შერჩევითი სამართლის აღქმა. 

"ნატოს გენერალური მდივანი არის ძალიან მკაფიო, ეს უთხრა ხელისუფლებას თბილისში ყოფნის დროს და აქაც, ბირუსელშიც. გენერალური მდივანი ფიქრობს, რომ საქართველომ საკმარისად წაიწია წინ კონკრეტული წინგადადგმული ნაბიჯისთვის ნატოსკენ გზაზე და ვფიქრობ, ამაზე უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება და ავიცილოთ თავიდან შერჩევითი სამართლის აღქმა. მართალია, საქართველოს მთავრობა იყო ძალიან გამჭვირვალე, ძალიან ბევრი იმუშავა და ხსნიდა, თუ რას აკეთებდა და ის შეშფოთება, რაც გვქონდა ჩვენ წარსულში, გათვალისწინებულია. თქვენ გესმოდათ ნაკლები კრიტიკა და ამ თემებზე ნაკლები შეშფოთება. ამიტომ, მათ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რომ გვაჩვენონ ეს ყველაფერი კარგად",- განაცხადა აპატურაიმ. 

მისივე თქმით, აუცილებელია იმის დამტკიცება, რომ სისტემა ეფუძნებოდეს კანონს და არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა. 

"ეს ნორმალურია ყველა ქვეყანაში. გამჭვირვალობა არის ერთი, აღქმა - მეორე. გამჭვირვალობამ შეიძლება აღქმასთან დაკავშირებული პრობლემები გადაჭრას. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სისტემა ეფუძნება კანონს, კანონი მუშაობს. ჩემი საქმე არ არის კომენტარი გავაკეთო სამართლებრივ პროცესებზე, მაგალითად, ჩემს ქვეყანაში ვერავინ დადგება კანონზე მაღლა, ვერც მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ვერც ყოფილი პრემიერ-მინისტრი - ამაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის. ჩვენ გვყავდა მაგალითად მინისტრები, რომლებსაც წარსულში გარკვეული სიძნელეები ჰქონდათ არამიზნიბრივად თანხების დახარჯვაზე და მსგავსი საკითხებიც ყოფილა. ყველა ქვეყანაში ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანაბარი უნდა იყოს, ეს აბსოლუტური სიმართლეა", - აღნიშნა მან. 

 

კომენტარები