განზრახ მკვლელობა

წერეთლის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

წერეთლის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს ცივი იარაღით 8 ჭრილობა აქვს მიყენებული.

შემთხვევა პოლიციის შენობასთან ახლოს მოხდა. სასიკვდილოდ დაჭრილმა მამაკაცმა ტაქსის გაჩერება მოახერხა, თუმცა ის მალევე გარდაიცვალა.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

კომენტარები