NATO-საქართველოს ურთიერთობა

უსუფაშვილი: ჩვენ გვჭირდება პროგრესი NATO-სთან ინტეგრირების პროცესში

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის ცნობით, უსუფაშვილმა და რასმუსენმა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ჩვენ გვჭირდება პროგრესი NATO-სთან ინტეგრირების პროცესში“ - თქვა უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციითვე, ანდერს ფოგ რასმუსენმა სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს NATO-სკენ მისწრაფების მიმართ. 

ცნობისთვის, დავით უსუფაშვილი ბრიუსელში უკვე შეხვდა ევროსაბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის და ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს.

 

კომენტარები