Visa-Mastercard

Visa-მ და Mastercard-მა რუსეთის ბანკების მომხმარებლებს მომსახურება შეუწყვიტეს

საერთაშორისო საგადასახადო სისტემებმა Visa-მ და Mastercard-მა 7 რუსული ბანკის მომხმარებლებს მომსახურება შეუწყვიტეს.

Rossiya Bank ორივე საგადასახადო სისტემამ დაბლოკა. ასევე დაიბლოკა Sobinbank-ის, SMP Bank-ისა და Investcapitalbank-ის ბარათებიც. რუსეთის ცენტრალური ბანკის ეროვნული საგადასახადო სისტემის ხელმძღვანელის თქმით, ჯამში 7 ბანკს შეუჩერდა მომსახურება.

Rossiya Bank -ის განცხადებით, წინასწარი გაფრთხილება Visa-სა და Mastercard-სგან არ მიუღიათ. "ხელმძღვანელობა გაგებით ეკიდება სირთულეებს, რომლებიც კლიენტებს შეექმნათ და გარწმუნებთ, რომ ყველა შესაძლო ქმედებას მივმართავთ მათ გადასაჭრელად", - წერია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Visa-სა და Mastercard-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

 

კომენტარები