ყაზბეგის გამზირზე საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს.
საქართველოს ბანკის პრესსამსახურის ცნობით, ფილიალზე, არასამუშაო საათებში მოხდა შეიარაღებული თავდასხმა. თუმცა, მათთვის თავდასხმის დეტალები უცნობია. მათივე ცნობით, დაშავებული არავინაა.
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, პრესსამსახურისთვის უცნობია მოხდა, თუ არა ფილიალიდან თანხის წაღება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს.





