უკრაინის კრიზისი

უკრაინელ სამხედროებს ყირიმში იარაღის გამოყენების უფლება მისცეს

შეიარაღებული პირები ბლოკავენ უკრაინის სამხედრო ბაზას ბალაკლავაში, 1-ლი მარტი
Anton Pedko / EPA

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ყირიმში მყოფ სამხედროებს საკუთარი სიცოცხლის დასაცავად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება მისცა. ამის შესახებ ნათქვამია სამხედრო უწყების საგანგებო განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ეს გადაწყვეტილება სიმფეროპოლში უკრაინელი სამხედროს დაღუპვის შემდეგ მიღო. ოკუპანტებს მიერ სამხედრო ნაწილის შტურმის შედეგად კიდევ ორი სამხედრო დაშავდა.

ქვეყნის პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ „რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ პოლიტიკურიდან სამხედრო სტადიაში გადავიდა". მან უკრაინელ სამხედროებზე თავდასხმას სამხედრო დანაშაული უწოდა. იაცენიუკმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტორი ქვეყნების - აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის, თავდაცვის მინისტრების მიერ კომისიის შეკრება და უკრაინაში შექმნილი სიტუაციის განხილვა მოითხოვა.

კომენტარები