უკრაინის კრიზისი

ყირიმში უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

vesti.ua

ყირიმში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის" კოორდინატორი დმიტრი ტიმჩუკი ავრცელებს („საინფორმაციო წინააღმდეგობა" გადამდგარი სამხედროებისგან შედგება და ყირიმში ოკუპანტთა აქტიურობის მონიტორინგს აწარმოებს).

ტიმჩუკის ცნობით, ოკუპანტებმა სიმფეროპოლში უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტზე - სამხედრო-ტოპოგრაფიულ ცენტრზე იერში მიიტანეს, რომლის დროსაც უკრაინელ სამხედროებს ცეცხლი სნაიპერებმა გაუხსნეს.

ტიმჩუკის ცნობით, სროლის შედეგად ერთი ურკანელი სამხედრო დაიღუპა, ერთი დაშავდა, დანარჩენი უკრაინელი სამხედროები დაპატიმრებულები არიან. შტურმში რუსი სამხედროები და ადგილობრივი ბანდფორმირებები მონაწილეობდნენ. ნაწილის ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მანქანებს არ უშვებდნენ.

დღის მეორე ნახევარში, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა ყირიმის რუსეთთან შეერთების შესახებ განაცხადა, უკრაინული სამხედრო ბაზების დიდ ნაწილს ყირიმში ოკუპანტებმა ულტიმატუმი წაუყენეს. 

კომენტარები