ვითარება უკრაინაში

უკრაინის საგარეო უწყება რუსეთს ხერსონის ოლქიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს

wineandvinesearch.com

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.

განცხადებაში წერია, რომ უწყება "მტკიცე და კატეგორიულ პროტესტს" გამოთქვამს, ხერსონის ოლქში, დღეს, რუსეთის არმიის სადესანტო დანაყოფების გადასხმის შესახებ.

"უკრაინა უფლებას იტოვებს, მიმართოს ყველა ძალისხმევას, რათა შეწყდეს ქვეყანაში რუსეთის მხრიდან სამხედრო შემოჭრები", - წერია განცხადებაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს ხერსონის ოლქის სოფელ სტრელკოვოში რუსმა სამხედროებმა ვერტმფრენებიდან დესანტი გადასხეს. რუსმა სამხედროებმა გაზგამანაწილებელი სადგური დაიკავეს და იქ ბლოკპოსტი გახსნეს.

კომენტარები