პრეზიდენტის სასახლე

მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში სამი შეხვედრა გამართა.

მარგველაშვილს პრეზიდენტის სასახლეში შვიდი ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა. მოგვიანებით, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა. გარდა ამისა, პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრი მიიღო.

თუმცა პრეზიდენტი სამუშაოდ ავლაბრის რეზიდენციაში არ გადასულა. სასახლეში გიორგი მარგველაშვილი მხოლოდ ოფიციალურ მიღებებს გამართავს. პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი მოლოდინი არ გამართლდა და მთავრობის კანცელარიის შენობაში გამოყოფილი ორი ოთახი ოფიციალური ცერემონიალებისთვის საკმარისი არ არის.

“თავიდან მეგონა, რომ იმ სივრცეში, სადაც ვარ, ამ ტიპის ცერემონიალური საკითხების გადაწყვეტა ბევრად უფრო იოლად მოხერხდებოდა.  მაგრამ, ეს ასე არ არის. შესაბამისად, ჩვენ გამოვიყენეთ და მომავალშიც გამოვიყენებთ ამ სივრცეს იმ დანიშნულებისადმი, რომელიც დაგვჭირდება", - აღნიშნავს მარგველაშვილი.

კომენტარები