პრეზიდენტის სასახლე

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შესაძლოა რამდენიმე სამინისტრო განთავსდეს

Reuters

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაცით, პრეზიდეტის ავლაბრის რეზიდენციაში შესაძლოა განთავსდეს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან ფართის სიდიდის მიხედვით, რამდენიმე სამინისტრო. ამის შესახებ ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა. 

რაც შეეხება ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ის ჯერ მთავრობის კანცელარიაში იმუშავებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ათონელის ქუჩაზე დასრულდება აშშ-ის საელჩოს ყოფილი შენობის შეკეთება, პრეზიდენტის რეზიდენცია იქ განთავსდება.

მთავრობის კანცელარიის უფროსის თქმით, ჯერჯერობით, ნაადრევია საუბარი ავლაბრის რეზიდენციის საბოლოო დანიშნულებაზე და ეს მხოლოდ მას შემდეგ გდაწყდება, რაც მთავრობა ზუსტად შეისწავლის რეზიდენციის ფართსა და ოთახების რაოდენობას.

კომენტარები