უკრაინა

დონეცკში პრორუსი აქტივისტების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

pravda.com.ua

ქალაქ დონეცკში, უკრაინის აღმოსავლეთში წუხელ ღამით პრორუსი აქტივისტები თავს დაესხნენ მშვიდობიან აქციას, რომელიც უკრაინის ერთიანობის მხარდასაჭერად შეიკრიბა. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 50 კი დაშავდა.

დონეცკის ცენტრში ორი პარალელური აქცია ტარდებოდა, რომლებსაც ერთმანეთისგან მილიციის კორდონი ჰყოფდა. როდესაც პროუკრაინული აქციის მხარდამჭერებმა დაშლა დაიწყეს, აგრესიულად განწყობილი რუსეთის მხარდამჭერები მათ თავს დაესხნენ. მათ ქვები, გაზის ბალონები და ცივი იარაღი გამოიყენეს.

თვითმხილველების მტკიცებით, თავდასხმის ორგანიზატორები რუსეთიდან ჩასული პროვოკატორები იყვნენ. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ოთხი თავდამსხმელი წუხელ ღამითვე დააკავეს.

კომენტარები