უვიზო მიმოსვლა ისრაელთან

ისრაელთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

ისრაელთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას  საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ავრცელებს. მინისტრის თქმით, საქმე ეხება ისრაელში 90 დღემდე ვიზიტს და  საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში შესვლა ვიზის გარეშე, ჩვეულებრივი პასპორტებით შეეძლებათ.

”ამ შეთანხმებას საქართველოს პრემიერმინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში ჯერ კიდევ ნოემბერში მოაწერა ხელი. მას ჰქონდა შესაბამისი პროცედურები იმისთვის, რომ ძალაში შესულიყო. მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას  პრემიერს ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაურეკა და აცნობა, რომ მათ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება - არ დაელოდონ პროცედურებს და  ეს შეთანხმება ახლავე ამოქმედდეს. საქმე ეხება, ჩვეულებრივ, ორდინარულ, პასპორტებს და 90 დღემდე  ვიზიტს ისრაელში, რომელიც საქართველოს მოქალაქეს  შეუძლია განახორციელოს  ვიზის გარეშე.

ამ საკითხის ნოტიფიკაცია ჯერ არ დასრულებულა, რადგანაც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო  გაფიცულია და მათ შესაბამისი ინფორმაცია ჯერ ჩვენთვის  არ მოუწოდებიათ. ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტრო უახლოეს დღეებში კიდევ ერთ დამატებით განცხადებას გაავრცელებს, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ის პროცედურა, რაც უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩვეულებრივი  პასპორტებით უვიზოდ გაემგზავრონ ისრაელში. ისე, ეს შეთანხმება დღეს არის ძალაში შესული”,-აცხადებს მინისტრი. 

კომენტარები