პრემიერის შეხვედრა სტუდენტებთან

პრემიერი: გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები, თუმცა ჩვენი გაკეთებულით არ ვტრაბახობთ

ჩვენ ვიცით რამხელა მოლოდინია ხალხში ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ. ჩვენ ვიკისრეთ ეს პასუხისმგებლობა და დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ ეს მოლოდინი აუცილებლად გავამართლოთ. ჩვენ დავიწყეთ ფართომასშტაბიანი რეფორმები ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროებში, სოფლის მეურნეობაში უპრეცედენტო პროგრამა განვახორციელეთ შარშან...

ჩვენ გვაქვს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, თუმცა ჩვენი გაკეთებული საქმეებით, უბრალოდ, არ ვტრაბახობთ. ეს კარგია თუ ცუდია, თქვენ განსაჯეთ, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ყოველ წუთს უნდა შევახსენოთ მოქალაქეებს თუ რას ვაკეთებთ. ეს არის ჩვენი ვალდებულება. ის, რომ რაღაცას ვაშენებთ, ვაკეთებთ, ვაწესრიგებთ, ეს არის ჩვენი ვალდებულება და არ უნდა ვაკადროთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამას ვაკეთებთ, ამას ვაკეთებთ და ამის გაკეთებას ვაპირებთ.

განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას.

კომენტარები