ვითარება უკრაინაში

უსუფაშვილი: საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია უნდა დაჩქარდეს

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია უნდა დაჩქარდეს. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ყირიმში არსებული სიტუაცია შემაშფოთებელია და საქართველომ, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, უნდა იმოქმედოს არსებული კრიზისის გადასაჭრელად.

"გვაქვს მიმართვა, მოწოდება, თხოვნა საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, ევროკავშირისადმი, აშშ-სადმი - მიიღოს ყველა საჭირო ზომა იმისთვის, რომ შეწყდეს რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი და არა შეიარაღებული გზით, დახმარება გაეწიოს უკრაინელ ხალხს და მიღწეული იყოს საქართველოს დეოკუპაცია. მივმართავთ ასევე ევროკავშირს, NATO-ს, რომ დააჩქარონ იმ სახელმწიფოების ინტეგრაციის პროცესი ამ ორგანიზაციებში, რომლებიც საამისოდ მზად არიან. იქვე ჩავწერეთ - ეს დაჩქარება საჭიროა იმიტომ, რომ საფრთხეები იზრდება იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მზად არიან ევროკავშირთან და NATO-სთან მეტი სიახლოვისთვის", - თქვა უსუფაშვილმა.

კომენტარები