უგულავას საქმე

მთავარი პროკურატურა: უგულავამ ჩანაწერების შინაარსი დაამახინჯა

პროკურატურის მიერ დაცვის მხარისთვის გადაცემული სატელეფონო საუბრების ჩანაწერების შინაარსი  ბრალდებულმა გიგი უგულავამ  დამახინჯებულად, ნაწილობრივ გაავრცელა,  - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, 7 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიგი უგულავასა და სხვათა მიერ ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი  თანხების გაფლანგვის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაასრულა. საქმე არსებითი განხილვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიგზავნა.

„კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის მასალები, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2013 წლის 24 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების „სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული ბრალდებულ გიორგი უგულავას სატელეფონო საუბრების ჩანაწერები (რომლებიც მტკიცებულებითი მნიშვნელობისაა) დაცვის მხარეს სრულად გადასცა,“ - ნათქვამია განცხადებაში. 

დღეს გიგი უგულავამ ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა და საკუთარ შვილთან საუბრის ამონარიდი წარმოადგინა, რომელიც მისი თქმით, პროკურატურამ საქმეს დაურთო.

კომენტარები