უკრაინის კრიზისი

ევროკავშირი უკრაინასთან ასოცირების პოლიტიკურ ნაწილს დაუყოვნებლივ გააფორმებს

telegraph.co.uk

ევროკავშირმა უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილის დაუყოვნებლივ ხელმოწერა გადაწყვიტა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა. ათენში, ევროპის რეგიონების სამიტზე გამოსვლისას ბაროზუმ აღნიშნა, რომ ევროკავშირს უკრაინის წინაშე „ვალდებულებებისა და სოლიდარობის ვალი" აქვს. მისი თქმით, უკრაინაში 100 ადამიანი ევროპული ფასეულობებიოსთის დაიღუპა.

ევროკაშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისთვის ხელი ურკაინას გასული წლის ნოემბერში უნდა მოეწერა. თუმცა, ქვეყნის ხელისუფლებამ მისი ხელმოწერის გადადება გადაწყვიტა, რაც ქვეყანაში მასობრივი გამოსვლების დაწყბის მიზეზი გახდა. ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ შეთანხმების რაც შეიძლება მალე ხელმოწერის სურვილი გამოთქვა. 

კომენტარები