კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა სტივენ ჰარპერმა განაცხადა. მისი თქმით, კანადა გმობს პრეზიდენტ პუტინის შეჭრას უკრაინაში და მიიღებს დამატებით ზომებს რუსეთს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის, რათა მან უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს.
კერძოდ, იმ პირების მიმართ, ვინც პასუხს აგებს საფრთხის შექმნაზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, სავიზო შეზღუდვები დაწესდება და ამთ კანადაში შესვლა აეკრძალებათ.
მანამდე ანალოგიური შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეთა მიმართ აშშ-მა შემოიღო, ევროკავშირის ლიდერებმა კი რუსეთს პოლიტიკური დიალოგის დასაწყებად დრო მისცეს.





