დაძაბულობა ყირიმში

ევროკავშირი მზადაა უკრაინას 11 მილიარდი ევრო(15 მილიარდი დოლარი) გამოუყოს

telegraph.co.uk

ევროკავშირი მზადაა უკრაინას 11 მილიარდი ევრო(15 მილიარდი დოლარი) გამოუყოს.

ევროკომისიის პრეზიდენტის ჯოზე მანუელ ბაროზოს განცხადებით ისინი ყველაფერს იზამენ რათა უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციაში დაეხმარონ.

”ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინის ახალ, რეფორმებზე ორიენტირებულ მთავრობას, რათა მათ ქვეყნის აღდგენა და უკრაინის ნათელი მომავლის შექმნა შეძლონ” - განაცხადა ბაროზომ.

ევროკავშირის დახმარებით უკრაინამ გაზის სატრანზიტო სისტემა უნდა მოაგვაროს, არჩევნებისთვის მართლმსაჯულების რეფორმები გაატაროს. დახმარების პაკეტი ასევე ითვალისწინებს უკრაინისთვის, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების დაჩქარებას.

”სიტუაცია უკრაინაში ჩვენი გამოცდაა. სადაც უნდა გამოჩნდეს ჩვენი შესაძლებლობა პრობლემების გადაჭრისა მხრივ. ჩვენ უკრაინაში სიტუაცია სტაბილური უნდა გავხადოთ და ხალხს ახალი შესაძლებლობები მივცეთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ გამოწვევისთვის”- განაცხადა ბაროზომ.

 

 

კომენტარები