ვითარება უკრაინაში

ბოკერია: უკრაინის საკითხზე მთავრობის პოზიცია არაორაზროვანი უნდა იყოს

გიგა ბოკერია
tabula.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიგა ბოკერია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ბოკერია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ არაორაზროვანი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.

”რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სასწრაფოდ ჯერ სამხედრო ინტერვენცია, ოკუპაცია, გაიყვანოს თავისი ჯარები, შეწყვიტოს პოლიტიკური აგრესიის ყველანაირი ქმედება უკრაინის წინააღმდეგ. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, მთავრობის პოზიცია ამაზე უნდა იყოს არაორაზროვანი. აღარ უნდა იყოს საუბარი, რომ არ უნდა მოვახდინოთ  რუსეთის იზოლირება, რაც ჩვენ მოვისმინეთ მმართველი კოალიციის ზოგიერთი წამყვანი სპიკერისგან. მე იმედი მაქვს, რომ ეს მოვლენები ამ შედეგს მაინც გამოღებს, ეს რეზოლუცია სწორედ ამ პოზიციას დააფიქსირებს”, - აცხადებს ბოკერია.  

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს განიხილავს. 

კომენტარები