ვითარება უკრაინაში

რასმუსენი: მოვუწოდებ რუსეთს უარი თქვას სამხედრო ძალების გამოყენებაზე

facebook.com/andersfoghrasmussen

მოვუწოდებ რუსეთს უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციისაკენ - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

”რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო მოქმედებებისა და პრეზიდენტი პუტინი უკრაინის სუვერენიტეტს მუქარის გამო ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოვიწვიე.

ის რასაც ახლა რუსეთი უკრაინაში აკეთებს არის გაეროს ქარტიის სასტიკი დარღვევაა. ეს ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მილიტარისტული მოქმედებები და მუქარა.

დღეს ჩვენ განვიხილავთ მათი მოქმედებების შედეგებს, რისი მომტანია ის ევროპის მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის. ასევე საუბარი გვექნება NATO-რუსეთის ურთიერთობაზე.

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელი ხალხის უფლებას, გარეშე ძალების ჩარევის გარეშე,  თავად აირჩიონ საკუთარი მომავლის გზა. ჩვენ ხაზს ვუსვამთ უკრაინაში დემოკრატიული პროცესებისა და უფლებების დაცვის აუცილებლობას. ვარწმუნებთ ყველას რომ უკრაინაში უმცირესობის უფლებები დაცულია.

უკრაინა ჩვენი მეზობელი და NATO-ს ფასეული პარტნიორია.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას აუცილებლად გააგრძელოს მუშაობა სახიფათო სიტუაციიდან გამოსასვლელად. პირველ რიგში კი მოვუწოდებ რუსეთს დაძაბულობის დეესკალაცია მოახდინოს” - განაცხადა რასმუსენმა. 

 

კომენტარები