ვითარება უკრაინაში

ყირიმის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით ყირიმი კიევს არ ემორჩილება

ru.tsn.ua

ყირიმის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის ვლადიმირ კოსტანტინოვის განცხადებით ყირიმი კიევს არ ემორჩილება.

მისი განცხადებით ადგილობრივი შეიარაღებული ძალები ადგილობრივ მთავრობას ემორჩილება და რუსეთიდან ფინანსურ დახმარებას ელოდება.

კითხვაზე თუ რომელი კანონმდებლობით აპირებს კოსტანტინოვი რეფერენდუმის ჩატარებას ყირიმში, მან უპასუხა რომ ამ კითხვას მაშინ უპასუხებს, როდესაც კიევში სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდება და ეს კითხვა მხოლოდ აშშ-ის აგენტებს აინტერესებთ.

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინოვი 30 მარტს რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს, რომელზეც ყირიმის ავტონომიის ბედი უნდა გადაწყდეს.

კოსტანტინოვმა მადლობა გადაუხადა რუსეთის ფედერაციას და სახელმწიფო სათათბიროს მათი სამოქალაქო პოზიციის აქტიური გამოხატვისა და დახმარებისთვის ”ნაცისტურ ბანდფორმირებასთან” ბრძოლაში.

”ყირიმში სამხედრო ჩარევა არ მომხდარა. სიმფეროპოლში მყოფი სამხედროები მინისტრთა და უმაღლესი საბჭოს წევრთა დასაცავად არიან” - განაცხადა კოსტანტინოვმა.

კოსტანტინოვი ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას ახალ კონსტიტუციას შეპირდა, ყირიმელ თათრებს კი ჯერ არნახულ ძალაუფლებას.

”ახალ კონსტიტუციაში ჩვენ მზად ვართ თათრებს შევთავაზოთ, ისეთი ზალაუფლება როგორიც არასოდეს არ ქონიათ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ძალიან დიდხანს უკრანაში ჩვენ ნაციონალურ უმცირესობაში ვიყავით” - განაცხადა კონსტანტინოვმა.

 

კომენტარები