დაძაბულობა ყირიმში

იაცენიუკი: ჩვენ არ ავყვებით რუსეთის პროვოკაციას

არსენი იაცენიუკი

ყირიმში რუსული სამხედროების შემოსვლა რუსეთის პროვოკაციაა, რომელსაც ჩვენ არ ავყვებით - ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა.

მისი განცხადებით რუსული სამხედროების ყირიმში ყოფნა პროვოკაციაა და ის რუსეთისგან მოითხოვს ჯარები დისლოკაციის ადგილის დაუბრუნდნენ.

”მე ყველას ძალიან ვთხოვ დამშვიდდეს და პროვოკაციას არ აყვეს. უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რათა ერთიან სახელმწიფოდ დარჩეს, რათა დაიცვას ეროვნული უმცირესობების უფლებები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყირიმის დაპყრობის შესახებ დისკუსია ტყუილი აღმოჩნდეს” - განაცხადა იაცენიუკმა. 

კომენტარები