უკრაინა

იანუკოვიჩი პრესკონფერენციას როსტოვში გამართავს

Viktor Yanukovych

უკრაინის გადაყენებული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი 28 თებერვალს რუსეთში პრესკონფერენციას გამართავს. ამის შესახებ რუსული სააგენტო რია ნოვოსტი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობთ იუწყება.  იანუკოვიჩის პრესკონფერენცია ქალაქ როსტოვში, კიევის დროით 15 საათზე გაიმართება.

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტზე მასობრივი მკვლელობის ბრალდებით უკრაინის ახალმა ხელსუფლებამ ძებნა გამოცხადა. რუსული წყარების ცნობთ, მოსკოვმა მას თავშესაფარი მისცა. 

კომენტარები