ვითარება უკრაინაში

პრემიერმინისტრობის კანდიდატები პოროშენკო, ტიმოშენკო და იაცენიუკი იქნებიან

უკრაინის უმაღლესი რადა

უკრაინის პრემიერმინისტრობის კანდიდატები პეტრა პოროშენკო, იულია ტიმოშენკო და არსენი იაცენიუკი იქნებიან - ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელმა ნიკოლაი ტომენკომ განაცხადა.

ტომენკოს განცხადებით გამორიცხული არაა, რომ უმაღლეს რადაში დღეს კოალიცია შეიქმნას, რომელიც პრემიერმინისტრის პოსტზე საერთო კანდიდატს დაასახელებს.

”ამ მომენტში საუბარი სწორედ ამ სამ ადამიანზეა, თუმცა შეიძლება სხვა კანდიდატებიც გამოჩნდნენ” - განაცხადა დეპუტატმა.

ტომენკოს თქმით სერგეი ტიგიპკოს პრემიერმინისტრის პოსტზე განხილვა არ მიმდინარეობს, რადგან მას მხარს არავინ დაუჭერს.

 

კომენტარები