ვითარება უკრაინაში

ტიმოშენკომ ხარკოვის #5 ციხის სამკურნალო დაწესებულება უკვე დატოვა

theguardian.com

უკრაინის ყოფილმა პრემიერმინისტრმა იულია ტიმოშენკომ ხარკოვის #5 ციხის სამკურნალო დაწესებულება უკვე დატოვა. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის არსენი იაცენიუკის თქმით, ის ტიმოშენკოს ტელეფონით ესაუბრა და ყოფილი პრემიერი კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე მიდის.

უკრაინის პარლამენტმა დღეს მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც იულია ტიმოშენკო თავისუფალია. 331 დეპუტატიდან 322-მა ინიციატივას მხარი დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს უკრაინის სასამართლომ ტიმოშენკოს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიზეზად კი 2009 წელს რუსეთთან გაზის კონტრაქტის გაფორმებისას, უფლებამოსილების გადამეტება დაასახელა. დასავლეთი ვიქტორ იანუკოვიჩს ტიმოშენკოს განთავისუფლებას სთხოვდა. ევროგაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც სწორედ ექსპრემიერის ციხიდან გამოშვება იყო.

 

კომენტარები