უკრაინა

ოპოზიციის მოლაპარაკებები იანუკოვიჩთან უშედეგოდ დასრულდა

ოპოზიციის მოლაპარაკებები პრეზიდენტ იანუკოვიჩთან უშედეგოდ დასრულდა.

ამის შესახებ პარტია უდარის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. "სამწუხაროდ, მოლაპარაკებიდან კარგი ვერაფერი გამოვიტანე. მე მას მოლაპარაკების დასრულებამდე დაპირისპირების შეწყვეტა შევთავაზე. პრეზიდენტმა თქვა, რომ არის მხოლოდ ერთი გამოსავალი - დავცალოთ მაიდანი და სახლებში წავიდეთ. სულ ეს არის, მე ძალიან გაკვირვებული დავრჩი", - განაცხადა კლიჩკომ.

მისი თქმით, იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ადამიანების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება.

კომენტარები