ფოკუსი

რატომ შევიდა ფინანსური ჯეოსელში/ რეგიონული პოლიტიკა

მოქმედებს თუ არა პოლიტიკური მოტივებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, რომელიც კომპანია ჯეოსელში რამდენიმე დღის წინ შევიდა? უკავშირდება, თუ არა გამოძიება კომპანიის დამოკიდებულებას უკანონო მოსმენების პრაქტიკასთან დაკავშირებით? ამ ეჭვების შესახებ ღიად საუბრობს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო. ფოკუსის სტუმარები არიან საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე და არჩილ ჩოფიკაშვილი კონსტიტუტიციის 42-ე მუხლიდან.
გადაცემის მეორე ბლოკში კი ფოკუსის სტუმარი საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ვანო მაჭავარიანია.

კომენტარები