უკრაინა

აშშ–ს ელჩი: პასუხისმგებლობა იანუკოვიჩს ეკისრება

ვიქტორ იანუკოვიჩი

უკრაინაში აშშ–ის ელჩის განცხადებით,  პასუხისმგებლობა უკრაინაში მოვლენების განვითარებისთვის პირადად პრეზიდენტ იანუკოვიჩს ეკისრება. როგორც ჯეფრი პაეტმა ჟურნალისტებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ვაშინგტონი უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების საკითხს განიხილავს, თუ ძალადობა ქვეყანაში გაგრძელდება.

„მიგვაჩნია, რომ ძალადობა ქუჩებში უნდა შეწყდეს, იანუკოვიჩი ვალდებულია მოლაპარაკებების პოლიტიკურ კალაპოტში დაბრუნების ინიცირება მოახდინოს“,  – განაცხადა ჯეფრო პაეტმა.

მანამდე თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა  ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ იანუკოვიჩმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები სიტუაციის განმუხტვისთვის და რომ ძალის გამოყენება კრიზისს ვერ გადაწყვეტს. 

კომენტარები