მამა ალექსანდრე ბოლქვაძე: იმედია, უძღები შვილივით მივა ივანიშვილი პატრიარქთან

ჩემი აზრით, უწმინდესზე და უნეტარესზე და ბიძინა ივანიშვილზე - ამ ორ ადამიანზე ამოსდის საქართველოს მზე და მთვარე. ორივე ადამიანი საქართველომ ჩაიხუტა, უყვარს. ასე ვთქვათ, 60%-ით ჩაიხუტა ბიძინა, 90-95%-ით - ვიცით ეკლესიას, რა ავტორიტეტი აქვს - ჩაიხუტა პატრიარქი. ამიტომ, მათ შორის ჩატეხილი ხიდი იქნება ნამდვილი ქართველის დიდი ტრაგედია. მათ შორის ჩატეხილი ხიდი ანტიქართველისთვის იქნება სასიხარულო და გახარება. ამიტომ, ის, რაც მოხდა, არ ვიცი დიდზე ჩატყდა, თუ საერთოდ არ ჩამტყდარა, თუ ეს იყო, უბრალოდ, ივანიშვილმა რომ იცის ხოლმე ბუნებრივად და გულუბრყვილოდ პირდაპირ თქმა, მაგრამ ჩემთვის იყო ტრაგედია. ეს ორი ადამიანი კარგად უნდა იყვნენ, ისევ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის. პატრიარქი თვითონ ამბობს, ცოდვილთაგან პირველი მე ვარო, მაგრამ იმ სუროგაციაზე როგორ არის შემცდარი, რატომ არის ევროპის ქვეყნებში სუროგაცია აკრძალული, ევროპის ყველა, ყველა ქვეყანაში აკრძალულია. დღეს უძღები შვილის კვირაა და იმედია, როგორც უძღები შვილი მივიდა მამასთან, ასე მივა ივანიშვილი და პატრიარქისგან აიღებს შენდობას და შეინანებს.

მამა ალექსანდრე ბოლქვაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ”პატრიარქსაც შეიძლება, შეეშალოს”.

კომენტარები