უკრაინა

ეშტონი: მაიდანის მონაწილეთა წინააღმდეგ ყველა საქმე უნდა დაიხუროს

midnimo.com

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონმა საგანგებო განცხადებაში უკრაინის ხელსუფლებას მოუწოდა, ოპოზიციის აქტივისტების წინააღმდეგ აღძრული ყველა სისხლის სამართლის საქმე დახუროს. „ველი, რომ ეს ზომები დაუყოვნებლივ იქნება მიღებული, რათა პარლამენტში მოავალ კვირაში პოლიტიკური დიალოგი გაადვილდეს", - აღნიშნა ეშტონმა.

ამავე დროს, მან კმაყოფილება გამოთქვა აქტივისტების გათავისუფლებისა და კრიზისის დასაძლევად ბოლო დღეებში გადადგმული ნაბიჯების გამო.

ამნისტიის შესახებ ახალი კანონის თანახმად, პატიმრობიდან 236 ოპოზიციის აქტივისტი გათავისუფლდა. მათ უმრავლესობას წინასწარი პატიმრობა აღკვეთის სხვა ღონისძიებით შეეცვალა. თუმცა, მათ წინააღდეგ აღძრული საქმეები ძალაში რჩება.

დაკავებულთა გათავისუფლების სანაცვლოდ ოპოზიციამ 16 თებერვალს კიევის მერიის შენობა გაათავისუფლა და ქუჩების ნაწილზე მოძრაობა გახსნა.

კომენტარები