უკრაინა

იაცენიუკი ხელისუფლებას ერთი კვირის ვადას აძლევს

არსენი იაცენიუკი

თუ უმაღლესი რადა ერთ კვირაში უკრაინის 2004 წლის კონსტიტუციას არ აღადგენს, მაშინ კონფლიქტი არა პარლამენტში, არამედ ქუჩაში გადაწყდება. ამის შესახებ უკრაინული ოპოზიციური პარტია ბატკივშჩინას ლიდერმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა.

მისი თქმით, „პრეზიდენტის დიქტატორული უფლებამოსილების გაუქმება მომავალ კვირაში პარლამენტის ამოცანაა", ხოლო ხელისუფლების მიერ დროის გაწელვა „იმის მანიშნებელი იქნება, რომ ის არ არის მზად დიალოგისთვის და არ არის ზმად მოუსმინოს უკრაინელ ხალხს, რომელიც ახალ ხელსუფლებას, ახალ კონსტიტუციას, ახალ პრეზიდენტს მოითხოვს".

„თუ მომავალი კვირის განმავლობაში პარლამენტში შედეგს ვერ ვნახავთ, ეს მხოლოდ ერთის მანიშნებელი იქნება - ხელსუფლება გამწვავებაზე და ესკალაციაზე მიდის. მაშინ ეს კონფლიქტი არა პარლამენტში, არამედ ქუჩაში გადაწყდება", - განაცხადა იაცენიუკმა.

ამნისტიის შესახებ ახალი კანონის თანახმად, ხელსუფლებამ ყველა დაკავებული აქტივისტი გაათავისუფლა. თუმცა, საქმეები დახურული არ არის და მათ მხოლოდ აღკვეთის ღონისძიებები შეუცვალეს. სანაცვლოდ მაიდანის აქტივისტებმა დაკავებული ადმინისტრაციული შენობები და ქუჩები უნდა გაათავისუფლონ. მაიდანის საბჭოს გადაწყვეტილებით, ოპოზიცია მხოლოდ კიევს მერიისა და გრუშევსკის ქუჩის გათავისუფლებას აპირებს. მაიდანზე ბარიკადები ისევ დარჩება.

 

კომენტარები