საგამოძიებო სამსახური

ჯეოსელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამოწმებს

მობილური კავშირგაბმულობის კომპანია ჯეოსელში შესამოწმებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.

საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში მიზეზს არ აკონკრეტებენ და მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ ჯეოსელში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

კომენტარისგან თავს იკავებენ კომპანია ჯეოსელშიც.

"ვადასტურებთ, რომ 13 თებერვალს, ჯეოსელის სათავო ოფისში შემოვიდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შემოწმების მიზნით. ჩვენი აზრით, ეს არის მიმდინარე შემოწმება და საქმის ვითარებაში სრულად გარკვევამდე კომპანია კომენტარისგან თავს შეიკავებს", - უთხრეს სააგენტო ინტერპრესნიუსს ჯეოსელში.

 

კომენტარები