თვითმმართველობის არჩევნები

ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

რედისონში, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. კონფერენციას არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ კოდექსთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები აქვთ, კერძოდ, მათი რეკომენდაციაა საარჩევნო ბარიერის 50%-მდე აწევა და მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის ჩამოყალიბება.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საარჩევნო კოდექსში არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნების გათვალისწინება მომავალი არჩევნებისთვის ვერ მოესწრება, უმცირესობის წევრები კი მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის შენიშვნების გათვალისწინება უახლოეს თვითმართველობის არჩევნებამდე შესაძლებელია.

საარჩევნო კანონმდებლობაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფი მუშაობდა, ჯგუფი პროტესტის ნიშნად არასაპარლამენტო ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დატოვეს. მათი თქმით, ხელისუფლება მათი არცერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.

კომენტარები