შინაგან საქმეთა სამინისტრო

დაკავებულია შსს-ს შესყიდვების სამსახურის უფროსი

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავებულია შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი გიორგი ბაჯელიძე.

შსს-ს პრესსამსახურის განცხადებით, ბაჯელიძე გენერალურმა ინსპექციამ 11 თებერვალს დააკავა. უწყება საქმის დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.

 

 

კომენტარები